ახალი ამბები

აუდიტის ინფორმაციით, “პატრიოტთა ალიანსს” არჩევნების დღეს 707 უბანზე ჰყავდა წარმომადგენელი

21 ოქტომბერი, 2016 • 1127
აუდიტის ინფორმაციით, “პატრიოტთა ალიანსს” არჩევნების დღეს 707 უბანზე ჰყავდა წარმომადგენელი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე “საქართველოს პატრიოტთა” ალიანსმა 629 005 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ხოლო 265 501 ლარი დახარჯა.

მიღებული შემოსავლიდან 155 073 ლარი ფიზიკური პირებისგან მიღებული შემოწირულობაა, 33 351 ლარი -საბიუჯეტო დაფინანსება, ხოლო 59 181 ლარი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან მიიღეს.

პარტიამ 74 850 ლარი დახარჯა შრომის ანაზღაურებაზე.  ხელფასი სულ 723-მა ადამიანმა მიიღო.  არჩევნების დღეს პარტიას 707 უბანზე ჰყავდა წარმომადგენელი, მათ ნაწილს ანაზღაურების სახით 100 ლარი გადაუხადეს, ნაწილს- 50 ლარი. ხელფასის სახით ყველაზე დიდი თანხა, 850-850 ლარი პარტიის ბუღალტერს, მეგი გაფრინდაშვილს, საქმის მწარმოებელ ლელა გიორგაძეს და გენერალურ მდივანს, ირმა ინაშვილს აქვთ აღებული.

“პარტიოტთა ალიანსმა” 149 018 ლარი გადაიხადა  სარეკლამო მომსახურებაში, საიდანაც სატელევიზიო რეკლამაში 82 630 ლარია გადახდილი, 60 944 ლარი -ბეჭდურ რეკლამაში, 1300 ლარი -ინტერნეტრეკლამაში, 1500 ლარი- ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამაში, ხოლო 2644 ლარი -გარე რეკლამაში.

8 ოქტომბრის მდგომარეობით, “პატრიოტთა ალიანსს” საბანკო ანგარიშზე 462 723 ლარის ოდენობის ნაშთი აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი