ახალი ამბები

MDF: მედიაზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიების შედეგები უცნობია

20 ოქტომბერი, 2016 • 1407
MDF: მედიაზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიების შედეგები უცნობია

“მედიის განვითარების ფონდის” (MDF) კვლევის მიხედვით, 2015-2016 წლებში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს პოლიცია ყველა შემთხვევაში ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით არ იძიებს.

“მედიის განვითარების ფონდის” მონაცემებით, 2016 წელს შეინიშნებოდა პირადი ცხოვრების კადრებით დაშანატაჟების, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები. “მედიის განვითარების ფონდმა” ასეთი 14 შემთხვევა აღნუსხა.

ხოლო 2015 წელს ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ზეწოლის 9 ფაქტი აღნუსხა, რომლებიც მედიასაშუალებებში გავრცელდა. ამათგან მხოლოდ ერთი მოხვდა მთავრობის 2014-2015 წლების ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში, ამათგან 4 მოხვდა სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში.

“მედიის განვითარების ფონდის” მონაცემებით, სამართამდამცველები ყველა შემთხვევაში არ აძლევენ საქმეებს ჟურნალისტთა პროფესიული ხელშეშლის კვალიფიკაციას, ხოლო დაწყებული გამოძიების შედეგები უცნობია.

რაც შეეხება არჩევნების დღეს, 8-9 ოქტომბერს, მედიის განვითარების ფონდმა აღნუსხა 3 ინციდენტი, რომლის დროსაც  ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ მუშაობაში.

“მედიის განვითარების ფონდის” ცნობით, 8 ოქტომბერს ქუთაისის საარჩევნო ოლქის 90-ე უბანში “იბერიის” და GDS-ის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტექნიკა დაუზიანეს, ხოლო “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვეს.

შსს-მ გამოიება სსკ-ს 187-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

არჩვენების დღეს, მარნეულის 38-ე ოლქში ქვების დაშენის დროს, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეეშალა და კამერა დაემტვრა.

არჩევნების შემდეგ, 9 ოქტომბერს, 20-მდე ახალგაზრდამ, რომლებიც ნეტგაზეთის ოფისთან ახლოს პოლიტიკურ ნიადაგზე ჩხუბობდნენ, ნეტგაზეთის ჟურნალისტს მოსთხოვეს, რომ შეეწყვიტა გადაღება, და მას შემდეგ, რაც მას კვების ბლოკი დაუჯდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ოფისამდე მისდიეს. მან ოფისში შესვლა მოასწრო.

ადგილზე მისულმა პოლიციამ მოკვლევა სიტყვიერ შეურაცხყოფის მიყენების მიზნით დაიწყო.

“მედიის განვითარების ფონდის” რეკომენდაციაა, რომ სამართალდამცავებმა ზუსტი კვალიფიკაცია მიანიჭონ იმ საქმეებს, რომლებიც შეეხება ჟურნალსიტების საქმიანობაში ხელშეშლას. პარლამენტმა უნდა გადახედოს სსკ-ს 154-ე მუხლს და გააფართოვოს ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის დეფინიცია,

მასალების გადაბეჭდვის წესი