ახალი ამბებიხელოვნება

კაცისა და ელფის სიყვარულის ამბავი – 2017 წელს ტოლკინის ახალი წიგნი გამოიცემა

20 ოქტომბერი, 2016 • 2563
კაცისა და ელფის სიყვარულის ამბავი – 2017 წელს ტოლკინის ახალი წიგნი გამოიცემა

ჯ.რ.რ. ტოლკინის მოთხრობების კრებული “ბერენი და ლუთიენი” 2017 წლის 4 მაისს გამოვა. ავტორის შვილის, კრისტოფერ ტოლკინის მიერ რედაქტირებული წიგნი 12-ტომიან “შუამიწეთის” სერიაში მიმოფანტულ ისტორიებს გააერთიანებს.

“ბერენისა და ლუთენის” სიყვარულის ისტორიის პირველი ვერსია ტოლკინმა 1917 წელს დაწერა. ამის შემდეგ ფანტასტიკურმა ისტორიამ ბევრი ცვლილება განიცადა. ტოლკინმა ამბავი გააცოცხლა როგორც პროზაში, ისე პოეზიაში. წიგნი კი სწორედ ამ ევოლუციას წარმოადგენს და მასში “ბერენისა და ლუთენის” ყველა ვერსია მოხვდება.

2017 წელს 100 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ტოლკინის ცოლმა, ედიტმა მისთვის აღმოსავლეთ იორკშირში, პატარა ტყეში იცეკვა – სწორედ ეს ცეკვა ითვლება ნაწარმოების ინსპირაციად: მოკვდავი კაცი ბერენი უკვდავ ელფ ლუთიენს პირველად ცეკვის დროს ნახავს. პერსონაჟების სახელები ტოლკინების საფლავის ქვებზეა ამოტვიფრული. გამომცემლებმა წიგნის გამოსვლის თარიღი სიმბოლურად დაუკავშირეს ტოლკინისა და მისი ცოლის სიყვარულის ისტორიას.

ჯ.რ.რ. ტოლკინის ნაწარმოებებმა დიდი გავლენა იქონია ფენტეზის ჟანრზე. “ჰობიტისა” და “ბეჭდების მბრძანებლის” გარდა, მწერალმა დაწერა მითოლოგიური ნაწარმოები “სილმარილიონი”. წიგნების ნაწილი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა.

ილუსტრაცია ნაწარმოებიდან. ავტორი დონატო ჯიანკოლა.

ილუსტრაცია ნაწარმოებიდან. ავტორი დონატო ჯიანკოლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი