ახალი ამბები

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

19 ოქტომბერი, 2016 • 1664
თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

18 ოქტომბერს თბილისში,  ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შს სამინიsტროში განუცხადეს.

როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, დაშავებული რეანიმაციაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც   სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ეხება.  [ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.]

მასალების გადაბეჭდვის წესი