ახალი ამბები

ზურაბ ტყემალაძე პოლიტიკიდან მიდის

19 ოქტომბერი, 2016 • 2133
ზურაბ ტყემალაძე პოლიტიკიდან მიდის

პარტია “გოგი თოფაძე-მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე პოლიტიკიდან მიდის, – ამის შესახებ ტყემალაძემ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „მრეწველები“ ახალი ძალებით დაკომპლექტდებიან.

“მე აქტიური პოლიტიკიდან მივდივარ და ასპარეზს ახალ თაობას ვუთმობ. მომავალ თვეს გაიმართება ყრილობა და კონკრეტულად იქ გადაწყდება ყველაფერი. ჩვენი პარტია აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებს ახალი ძალებით და ახალგაზრდებით, რისი რესურსიც აუცილებლად გამოიძებნება“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ “კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

​კითხვაზე, დაიკავებს თუ არა მისი შვილი პარტიაში ლიდერის ადგილს, ტყემალაძემ განაცხადა, რომ მსგავსი საკითხები პარტიის ყრილობაზე გადაწყდება.

გოგი თოფაძისა და ზურაბ ტყემალაძის პარტია 2016 წლის ზაფხულამდე მმართველი გუნდის წევრი იყო, თუმცა საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიცია “ქართულ ოცნება” დატოვა და დამოუკიდებლად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “მრეწველებმა” ხმების 0.78% მიიღეს და პარლამენტს გარეთ დარჩნენ.

საარჩევნო ბარიერი მხოლოდ სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა, ხოლო ხმათა უმრავლესობით ხელისუფლებაში კვლავ “ქართული ოცნება” დარჩა. მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტში შევიდნენ: “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა” – 48,67% ; “ერთანი ნაციონალური მოძრაობა” – 27,11% ; “დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” – 5.01%.

ზურაბ ტყემალაძე. ფოტო: პორტალი "კვირა"

ზურაბ ტყემალაძე. ფოტო: პორტალი “კვირა”

მასალების გადაბეჭდვის წესი