ახალი ამბები

ანონსი – 19 ოქტომბერი

19 ოქტომბერი, 2016 • 1566
ანონსი – 19 ოქტომბერი

09:00 –  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.


11:00 –  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართება.


12:00 –  სამედიცინო კლინიკებში ინფექციების კონტროლის სისტემის შეფასების მიზნით, განმეორებითი მონიტორინგი იწყება. ინგოროყვას კლინიკაში შემოწმების პროცესს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრება.


13:00 –  სასტუმრო„ ქორთიარდ მარიოტში“ ეკანომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკონვენიციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაციას გამართავს.


 

15:00 –  ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში, 7 ტრანსგენდერი ქალი საგანგებო განცხადებას გააკეთებს.


16:00 –   სასტუმრო „ბილტმორში“  საფინანსო ინსტიტებისთვის ბიზნესფორუმი გაიმართება.  ფორუმში მონაწილეობას, ყველა წამყვანი ბანკისა და მსხვილი მიკრო-საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები მიიღებენ.


19:00 –  “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” გამართავს  პრეზენტაციას და საჯარო დისკუსიას იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების პრაქტიკულ და სამართლებრივ ხარვეზებთან დაკავშირებით. ადგილი: სასტუმრო რუმსი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი