ახალი ამბებიეკონომიკა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ისევ ძვირდება

18 ოქტომბერი, 2016 • 2024
მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ისევ ძვირდება

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი კვლავ ძვირდება. Bloomberg-ის მონაცემებით (18.10.2016; 12:00 სთ),  ერთი ბარელი WTI ნავთობის ფასი ნიუ იორკის სავაჭრო ბირჟაზე 0.76%-ით გაიზარდა და 50.36 აშშ დოლარს შეადგენს. ერთი ბარელი BRENT ნავთობის ფასი 0.80%-ით გაიზარდა და 51.93 აშშ დოლარი შეადგინა ICE (Intercontinental Exchange) სავაჭრო ბირჟაზე.

ნავთობის ფასის ზრდა გასულ კვირაშიც დაფიქსირდა, რასაც საქართველოში საწვავის ფასების ზრდა მოჰყვა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის თქმით, საწვავის ფასის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის – ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე და ლარის კურსი დოლარის მიმართ:

“ლარის კურსის ვარდნის პირობებში, რა თქმა უნდა, არის რისკი, რომ ფასმა მოიმატოს. მაგრამ დღეს, გარდა იმისა, რომ ლარის კურსის ვარდნა ხდება, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასებშიც არ გვაქვს სახარბიელო ვითარება, კერძოდ, ფასები მატულობს. ბოლო თვის განმავლობაში ნავთობის ფასი საგრძნობლადაა გაზრდილი,” – ამბობს მთვრალიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი