ახალი ამბები

დათვი, რომელსაც თბილისში ღამის განმავლობაში ეძებდნენ, ამ დრომდე არ უპოვიათ

18 ოქტომბერი, 2016 • 1639
დათვი, რომელსაც თბილისში ღამის განმავლობაში ეძებდნენ, ამ დრომდე არ უპოვიათ

დათვი, რომლის ძებნაც 17 ოქტომბერს, ღამით, თბილისში დაიწყო, ამ დრომდე არ უპოვიათ – ამის შესახებ ნეტგაზეთს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.

შეტყობინება სააგენტომ მიიღო იყალთოს ქუჩის მაცხოვრებლებისგან, რომელმაც დარეკეს და დათვის შესახებ განაცხადეს.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ამბობენ, რომ ძებნა ისევ გრძელდება:

“მთელი ღამის გამავლობაში მიდიანრეობდა სამძებრო სამუშაოები, რამდენიმე ბრიგადა ეძებდა, მაგრამ დათვი ვერსად ვიპოვეთ. არც ზოოპარკის არ არის და მოძრავი ცირკი არის ჩამოსული და არც მათი არ არის. ჯერჯერობით არც ნაპოვნია და არც დანაკარგი არის აღმოჩენილი. სამძებრო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება,”- განუცხადეს ნეტგაზეთს სააგენტოში 18 ოქტომბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი