ახალი ამბები

აბაშიძე და კარასინი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასაც განიხილავენ

18 ოქტომბერი, 2016 • 1255
აბაშიძე და კარასინი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასაც განიხილავენ

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე გაემგზავრა. აბაშიძის თქმით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სავიზო რეჟიმის საკითხზეც ისაუბრებენ. ასევე, დაიწყება რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი.

“უახლოესი კვირების მამნძილზე იწყება პროცესი ჩვენი ფილმების არქივების გადმოტანის რუსეთიდან. ასევე, იანვრიდან საგრძნობლად გამარტივდა სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ თუ არის რაიმე წინსვლა, მათ რაღაც განცხადებები გააკეთეს რამდენიმე თვის წინ, რომ თითქოს კიდევ უფრო გამარტივებას ფიქრობენ და გეგმავენ – მოვისმენთ ამას და ჩამოვიტანთ ახალ ამბავს,” – განაცხადა აბაშიძემ გამგზავრებამდე.

შეხვედრა პრაღაში ხვალ, 19 ოქტომბერს შედგება.

საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან ზურაბ აბაშიძე ევროპის სხვადასხვა ქალაქში შეხვედრებს მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი