ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სავარაუდო თვითმკვლელი სოხუმში რუსეთის მოქალაქე იყო

17 ოქტომბერი, 2016 • 1672
სავარაუდო თვითმკვლელი სოხუმში რუსეთის მოქალაქე იყო

აფხაზური საინფორმაციო გამოცემა აპსნილაიფის ინფორმაციით, პირი, რომელიც დღეს, 2016 წლის 17 ოქტომბერს, სოხუმში ტელევიზიის შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა, რუსეთის მოქალქე იყო, თუმცა მისი სახელი და გვარი არ საჯაროვდება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის, მუჰამედ კილბას ცნობით, აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავმა ორგანოებმა კოლოსალური სამუშაოები ჩაატარეს:

“ბუნებრივია, ამან მოგვცა შედეგები და დაღუპულის ვინაობა ცნობილია. იგი გამოძიების ინტერესებში არ საჯაროვდება. წინასწარი ცნობით, ის აფხაზეთში ზაფხულში და ოქტომბერში ჩამოვიდა”

ადამიანი, რომელიც დღეს, 2016 წლის 17 ოქტომბერს, 07:05 საათზე სოხუმში, სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შესასვლელთან აფეთქდა, წინასწარი ცნობით, თვითმკვლელი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი