ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

წინასწარი ცნობით, სოხუმში, ტელევიზიასთან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა

17 ოქტომბერი, 2016 • 1751
წინასწარი ცნობით, სოხუმში, ტელევიზიასთან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრის, ასლან კობახიას განცხადებით, ადამიანი, რომელიც დღეს დილით აფხაზეთის ტელევიზიის შენობის შესასვლელთან აფეთქდა, ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო აღჭურვილი.

მისი განცხადებითვე, აღნიშნული ფაქტის გამოძიების მიზნით სამართალდამცავები მუშაობენ. კობახიას ინფორმაციით, დაღუპული დაახლოებით 35-40 წლის მამაკაცია, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით არ არის დადგენილი. როგორც კობახია ამბობს, თვითმკვლელს, სავარაუდოდ, თანამზრახველებიც ჰყავდა.

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო აპსნილაიფის ინფორმაციით, დღეს, 2016 წლის 17 ოქტომბერს, 07:05 საათზე სოხუმში, სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შესასვლელთან ადამიანი აფეთქდა.

 

აფეთქება სოხუმში; ფოტო: ApsnyLIFE

აფეთქება სოხუმში; ფოტო: ApsnyLIFE

მასალების გადაბეჭდვის წესი