ახალი ამბები

დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

17 ოქტომბერი, 2016 • 1140
დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა – ამის შესახებ ნეტგაზეთს ნიუ ჰოსპიტალსში განუცხადეს.

14 ოქტომბერს თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. დაზარალებულს ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული  და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული რუსთავში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

“ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს ორთაჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 34 წლის ზ.შ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დაჭრილი ტრანსგენდერი დაახლოებით ორი წელია WISG-ს ბენეფიციარია. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” არ გამორიცხავს, რომ დანაშაული შესაძლოა დამამძიმებელ გარემოებაში, სიძულვილის ნიადაგზე იყოს ჩადენილი.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი