ახალი ამბებისამართალი

თბილისში ტრანსგენდერ ქალს სასტიკად გაუსწორდნენ

15 ოქტომბერი, 2016 • 2039
თბილისში ტრანსგენდერ ქალს სასტიკად გაუსწორდნენ

თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. ინფორმაცია ,,ნეტგაზეთს” ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა მიაწოდა.

ორგანიზაციის ცნობით, დაზარალებულს ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული  და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ის ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული.

შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ, 14 ოქტომბერს, ორთაჭალის ტერიტორიაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება  განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ეს თბილისში ტრანსგენდერებზე და ჰომოსექსუალებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი