ახალი ამბები

“თბილისობასთან” დაკავშირებით რამდენიმე უბანში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

14 ოქტომბერი, 2016 • 1541
“თბილისობასთან” დაკავშირებით რამდენიმე უბანში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც შაბათ-კვირას, 15-16 ოქტომბერს გაიმართება, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

შსს-ს ცნობით, ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება:

[crosslist]

  • ვარდების მოედანზე;
  • კოტე აფხაზის ქუჩაზე;
  • გორგასლის მოედნიდან ჯვრის მამის ეკლესიამდე;
  • გორგასლის ქუჩაზე მეტეხის ხიდიდან ალიევის სკვერამდე; [/crosslist]

მოძრაობა ღვინის აღმართზე და მეტეხის ქუჩაზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვარდების მოედნამდე;

მოძრაობა სრულად დაიკეტება მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე;

ავტომანქანები ასევე ვერ იმოძრავებენ გორგასლის ქუჩიდან ლეღვთახევის მიმართულებითაც;

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გვაცნობებს, ,„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ევროპის მოედანზე, მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ავლაბრის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე;

[red_box]იხილეთ შაბათ-კვირას დაგეგმილი ღონისძიებების სია ნეტგაზეთზე: თბილისობა 2016 – დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა[/red_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი