ახალი ამბები

ილია მეორე: არჩევნების მშვიდობით ჩატარება გიორგი კვირიკაშვილის დიდი დამსახურებაა

14 ოქტომბერი, 2016 • 1679
ილია მეორე: არჩევნების მშვიდობით ჩატარება გიორგი კვირიკაშვილის დიდი დამსახურებაა

ილია მეორის განცხადებით, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება საქართველის პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის “დიდი დამსახურებაა”.

ეს განცხადება პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოვლობის დღესასწაყულზე წირვის შემდეგ ქადაგებაზე გააკეთა.

“დღევანდელ დღესასწაულზე, ამ წირვა-ლოცვაზე, ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი საქართველოსი და მინისტრები. ჩვენ ვულოცავთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ამ დიდ დღესასწაულს. მე მინდა მივულოცო მშვიდობით ჩატარებული არჩევნები, – ეს არის თქვენი დიდი დამსახურება, ბატონო გიორგი,”- განაცხადა პატრიარქმა.

8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. დღეს, 14 ოქტომბერს, ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული მონაცმეებით, პროპორციული სისტემით “ქართულმა ოცნებამ” ხმათა 48.68% მიიღო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 27.11%, ხოლო “პატრიოტთა ალიანსმა” – 5.01%. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, პირველ ტურში ძირითადად აქაც “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობდნენ. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ოლქების ნაწილში მეორე ტური უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი