ახალი ამბები

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

5 ივლისი, 2012 • 1165
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა “ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს” შესახებ საკანონმდებლო ცვლილება დღეს დაამტკიცა. პარლამენტმა ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილა.


ცვლილების თანახმად, “ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან” იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც სააგენტოს მუშაობას გააკონტროლებს. მისი თავმჯდომარე კი  “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელი იქნება.


აღნიშნული ცვლილების შეტანამდე, კანონის თანახმად,  “ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს” მუშაობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აკონტროლებდა.


შეტანილი ცვლილების დამტკიცების შედეგად, ნიკა გილაური, როგორც “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი,  უხელმძღვანელებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი