ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსის” მომავალი პარლამენტარების დეკლარირებული ქონება

14 ოქტომბერი, 2016 • 3629
“პატრიოტთა ალიანსის” მომავალი პარლამენტარების დეკლარირებული ქონება

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პროპორციული სიის ექვსეულში, რომელიც საქართველოს პარლამენტში შევა, ორი ბიზნესმენია.

გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ფლობენ ამ ექვსეულის წევრები, მათ მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეყრდნობა 2016 წლის სექტემბერში კანდიდატების მიერ შევსებულ ქონებრივი დეკლარაციებს.  

#1- ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი 2014 წელს მონაწილეობდა თბილისის მერის არჩევნებში (მიიღო ხმების 5.37%), ასევე იყრიდა კენჭს საგარეჯოს ოლქში გამართულ 2015 წლის პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, სადაც 45.83% მიიღო და სახელისუფლებო კანდიდატთან, თამარ ხიდაშელთან დამარცხდა.

#2 – ადა მარშანია

ადა მარშანია იყო მე-3, მე-4, მე-5, მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი 1992-დან -2008 წლამდე.

პროფესიით იურისტი ადა მარშანია 1988 წლიდან ჩართულია პოლიტიკაში. იგი იყო საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობის წევრი და საპარლამენტო ფრაქცია ლეიბორისტების თავმჯდომარე. არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი.

#1- ნატო ჩხეიძე

ნატო ჩხეიძე იყო საქართველოს  1999-2004 წლებში მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიიდან “საქართველოს აღორძინება”. ასევე იყო მეცხრე არხის დამფუძნებელი. ამჟამად ფლობს ტელეკომპანია “იბერიას”.

#1- გიორგი ლომია

#1- გელა მიქაძე

გელა მიქაძე არის ბიზნესმენი,  იყო რაკიინ დეველოპმენტის გენერალური დირექტორი. მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 52 მილიონი ლარის მითვისებაში ედავებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, გელა მიქაძემ, „რაკიინ დეველოპმენტის” დამფუძნებელი არაბი ინვესტორების თანხმობის გარეშე, მის მიერ რეგისტრირებულ არარეზიდენტ კომანდიტურ საზოგადოებაზე ,,ბესტფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფი’’ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადააფორმა „რაკიინ დეველოპმენტის” 16 940 000 ლარის ღირებულების 8.47%-იანი წილი.

#1- ემზარ კვიციანი

ემზარ კვიციანი იყო კოდორის ხეობაში გასამხედროებული ნაწილის “მონადირე”მეთაური. ასევე 2004 წლამდე იყო პრეზიდენტის რწმუნებული კოდირის ხეობაში. ვარდების რევოლუციის შემდეგ იგი აღარ ემორჩლებოდა საქართველოს მთვარობას, 2006 წელს სპეცოპერაციის შემდეგ  საქართველოდან გაიქცა.

2014 წელს კვიციანი დაბრუნდა საქართველოში, მას ბრალი წაუყენეს უკანონო გასამხედროებული შენაერთის შექმნისა და ამბოხის მოწყობისთვის და 12 წელი მიუსაჯეს. 2015 წელს საპროცესო შეთანხმების საშუალებით გაათავისუფლეს და იმავე წლიდან არის პატრიოტთა ალიანსის წევრი.

საარჩევნო ბლოკი “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ აერთიანებს შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, “ტრადიციონალისტები” (აკაკი ასათიანი), “თავისუფალი საქართველო” (კახა კუკავა), “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა” (კონსტანტინე გამსახურდია), “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” (გია ბერძენიძე), “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” (გოჩა ჯოჯუა). უფრო დეტალურად მათ შესახებ ინფორმაციას გაეცნობით ბმულზე.

“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციამ” 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩვენების პირველი ტურის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახა. იგი პარლამენტში ექვსი დეპუტატის შეყვანას შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი