ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

13 ოქტომბერი, 2016 • 1177
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში შესვლის წინ ჟურნალისტებს განუცხდა, რომ დღეს გაირკვევა, თუ ვინ იქნებიან სასამართლს თავმჯდომარეობის კანდიდატები.

მისივე თქმით, კანიდატურების წარსადგენად მოსამართლეებს ვადა 14 ოქტომბრამდე ჰქონდათ, თუმცა, ვინაიდან 14 ოქტომბერი უქმე დღეა, ეს კანდიდატურები დღეს, 13 ოქტომბერს დასახელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ თავმჯდომარის ასარჩევად პლენუმი 20 ოქტომბერს, 16:00 საათზე შეიკრიბება.

ახალი თავმჯდომარის არჩევა დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც 30 სექტემბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა გიორგი პაპუაშვილს. ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ მოსამართლეებმა პლენუმის შემდეგი შემადგენლობით: მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, ზაზა თავაძე, თეიმურაზ ტუღუში, გიორგი კვერენჩხილაძე, ირინა იმერლიშვილი, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი.

კანონმდებლობის თანახმად, ახალი თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვისა აირჩევა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს მისი, როგორც სასამართლოს თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი