ახალი ამბები

ქუმსიშვილი ლარის კურსზე: ეს არის ის მოთხოვნა-მიწოდება, რომელიც ბაზარს გააჩნია

13 ოქტომბერი, 2016 • 1241
ქუმსიშვილი ლარის კურსზე: ეს არის ის მოთხოვნა-მიწოდება, რომელიც ბაზარს გააჩნია

საქართველოს ეკონომიკის მინსტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ლარის არსებული კურსი შეესაბამება იმ მოთხოვნა-მიწოდებას, რომელიც ბაზარს გააჩნია.

ეს განცხადება დიმიტრი ქუმსიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ქუმსიშვლმა ყაზახურ მხარესთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

“მე მინდა, რომ ჩვენ ნელ-ნელა შევცვალოთ ფორმატი ლარის კურსთან დაკავშირებით და ყოველი დღის ვაჭრობის შემდეგ აღარ ვაკეთოთ კომენტარები ამასთან დაკავშრებით. იმიტომ, რომ ნეგატივის გარდა ეს არაფერს არ იწვევს. ბაზარი არის ღია, ეს არის მცურავი კურსი და, შესაბამისად, როდესაც მცურავი კურსის დროს კურსი დგინდება, ეს არის მოთხოვნა-მიწოდება და ეს არის ის მოთხოვნა-მიწოდება, რომელიც ბაზარს გააჩნია,”- განაცხადა მან.

გუშინ, 12 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, მიუხედავად ამისა, დოლართან მიმარებით ლარი 1.6 თეთრით გაუფასურდა. 13 ოქტომბრისთის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარი 2.35 ლარი ღირს, კომერციულ ბანკებში კი 2.4 ლარს აღწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი