ახალი ამბები

ყირგიზეთსა და საქართველოს შორის მემორანდუმები გაფორმდა

13 ოქტომბერი, 2016 • 1284
ყირგიზეთსა და საქართველოს შორის მემორანდუმები გაფორმდა

დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელი მოეწერა ყირგიზეთსა და საქართველოს შორის ერთობლივ შეთანხმებებს.

ეს შეთანხმებები ითვალისწინებს შეთანხმებებს პრეზიდენტებს, მთავრობებს, ფინანსთა სამინისტროებს, შინაგან საქმეთა სამინისტროებს, განათლების სამინისტროებს შორის ქვეყნებს შორის ურთიერთობების, ინვესტიციების წახალისების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ვიდრე შეთანხმებებს ხელი მოეწერებოდა, ყირგიზეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი რეგიონში საქართველოს როლი, ტრანსრეგიონული თანამშრომლობის განვითარების თემა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხი იყო.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასაც, რასთან დაკავშირებითაც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვას ართულებს და აუარესებს მცოცავი ოკუპაციის პრობლემა.

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი საქართველოს 12 ოქტომბერს ეწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი