ახალი ამბები

აშშ: ეს არჩევნები ადასტურებს, საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების კუთხით ლიდერია

13 ოქტომბერი, 2016 • 1493
აშშ: ეს არჩევნები ადასტურებს, საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების კუთხით ლიდერია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმიფო დეპარტამენტი საქართველოში 8 ოქტომებრს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დადებითად აფასებს. როგორც დეპარტამენტის სპიკერის ჯონ კირბის სახელით გავცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აშშ მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებმა ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების კუთხით ლიდერ პოზიციას რეგიონში.

შეერთებული შტატები გმობს ძალადობისა და დაშინების ფაქტებს და იმედოვნებს, რომ შემდგომი პროცესები, საარჩევნო მეორე ტურები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომელსაც ეჭვი შეაქვს არჩევნების შედეგებში, იმოქმედოდ საქართველოს კანონით დადგენილ ნორმების ფარგლებში:

“ამერიკის შეერთებული შტატები ულოცავს ქართველ ხალხს 8 ოქტომბერს კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული არჩევნების ჩატარებას, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის შეფასებით დიდწილად პატივს სცემდა ფუნდამენტურ უფლებებს. ეს არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით.

ჩვენ აღვნიშნავთ, რომ არჩევნების დღეს პროცესები თანმიმდევრულად წარმიმართა, თუმცა დასანანია, რომ დღის განმავლობაში დაძაბულობა გაიზარდა და რამდენიმე საარჩევნო უბანზე ძალადობრივი ინციდენტები მოხდა. ჩვენ მტკიცედ ვგმოთ ძალადობისა, დაშინების ცალკეულ შემთხვევებს და მოვუწოდებთ, საფუძვლიანად და დაბალანსებულად, კანონის უზენაესობის გათვალისწინებით იყოს გამოძიებული ყველა ინციდენტი.

ეს არჩევნები არის პირველი ნაბიჯი იმ პროცესის, რომელიც მოიცავს შემდეგ ტურებს და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას და მათ მხარდამჭერებს, რომ მიუდგნენ ამ არჩევნებს წყნარი და მშვიდობიანი გზით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც ხედავს პრობლემას არჩევნების პროცესსა და შედეგებში, რომ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფორმებით, მშვიდობიანად განაცხადონ საკუთარი შეხედულებების შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას, ისევე, როგორც მეორე ტურების კამპანიისას.

შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის, რომ გააგრძელოს მტკიცე პარტნიორობა საქართველოსთან იმ საერთო დღის წესრიგზე, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას და მის მისწრაფებას ინტეგრირდეს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.” – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი