ახალი ამბები

მიიღებს თუ არა სანდრა რულოვსი მონაწილეობას II ტურში? – “ჩემთან ჯერ I ტურია”

11 ოქტომბერი, 2016 • 1349
მიიღებს თუ არა სანდრა რულოვსი მონაწილეობას II ტურში? – “ჩემთან ჯერ I ტურია”

სანდრა რულოვსი ამბობს, რომ აპირებს თავის ამომრჩეველს ესაუბროს 8 ოქტომბრის “გაყალბებულ არჩევნებზე”. ამის შესახებ რულოვსმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა ენმ-ის ოფისში დასრულებული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რას ფიქრობდა  მიხეილ სააკაშვილის იმ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც, ენმ-ის წევრბმა მეორე ტურებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ:

“მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია, დისკუსიაში – კი. ჩემთან ჯერ პირველი ტურია. ჯიხაშკარში ძალიან დიდი გაყალბება მოხდა, იყო ყუთების გატაცების ან დამტვრევის ფაქტები. 22 ოქტომბერს ჩატარდება პირველი ტური ორ უბანზე. მე ჩემს თავს გამარჯვებულად ვთვლი. დიდი შანსია, რომ პირველივე ტურში მოვიგოთ და მერე დავფიქრდები მეორე ტურზე.

მე ყველასგან ვიღებ კონსულტაციას, მათ შორის ჩემს მეუღლისაგან, ასევე სხვადასხვა ადამიანისაგან და ყველაზე მეტად ჩემი ამომრჩევლებისაგან, ქართველი ხალხისაგან. მე მათთან ამ დღეეებში დავბურნდები და  გვექნება საუბარი იმაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, როგორი გაყალბებული ციფრებით გადანაწილდა ძალაუფლება პარლამენტში და ამაზე რას ფიქრობენ ჩემთან მიმართებაში”, – განაცხადა რულოვსმა.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ენმ მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებს და პარლამენტშიც შევა. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ განუცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი