ახალი ამბები

გიგა ბოკერია “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლის მომხრეა

11 ოქტომბერი, 2016 • 2462
გიგა ბოკერია “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლის მომხრეა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის პატივსაცემად და საშინაო თუ საგარეო საფრთხეებიდან გამომდინარე, ენმ აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და მიიღოს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

ბოკერიას განცხადებით, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე განიხილება ორი უმნიშვნელოვანესი და ურთიერთდაკავშირებული საკითხი:

“ეს არის ჩვენიპოლიტიკური ძალის საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის და და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის საკითხი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი პარტიის შიგნით ამ საკითხებზე პოზიციები არის გაყოფილი. მინდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრის წინ სხვებს შევუერთდე და დავაფიწსირო ჩემი პოზიცია. კარგად მესმის, რომ ჩვენი ამომრჩევლის, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ემოცია და აღშფოთება იმ უმსგავსობის გამო, რაც ვიხილეთ წინასაარჩევნო კამპანიისას და როგორც ჩატარდა არჩევნები… მაგრამ მე მყარად მჯერა და მწამს, სწორედ ამ უმძიმესი სიტუაციიდან გამომდინარე, მიუხედავად ამ არათავისუფალი/არასამართლიანი არჩევნებისა, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენი პოლიტიკური ძალა უნდა, როგორც ერთადერთი პროდასავლური, დემოკრატიული და ქმედითი ოპოზიციურიბ ძალა ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად უნდა შევიდესპარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს ნაწილეობა არჩევნების მეორე ტურში.”

მისი თქმით, ეს არის აუცილებელი საქართველოს საშინაო და საგარეო საფრთხეებიდან გამომდინარე:

“ასევე, ეს არის აუცილებელი იმ 500 ათასი ამომრჩევლის პატივსცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვნ მოგვცა ხმა. ეს არის აუცილებელი იმ ადამიანების პატივისცმიდან გამომინარე, ვინც დააშინეს და ვერ მოგვცა ხმა. და, დიახ, იმ ადამიანების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც არ მოგვცა ხმა. სწორედ იგივე არგუმენტებით, ვთვლი, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა, რათა ყველაფერი გავაკეთოთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს და ვიცით ძალიან რთული იქნება, ყველაფერი ვცადოთ, რომ ივანიშვილმა ვერ შეძლოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, რათა დავიცვათ თავისუფლება ჩვენი ქვეყნის შიგნით. დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა დღეს საღამოს ამ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.”

მყარად მჯერა და მწამს, რომ სწორედ ამ უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე და მიუხედავად ამ არასამართლიანი არჩევნებისა, ჩვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ერთადერთი პროდასავლური და დემოკრატიული ქმედითი ოპოზიციური ძალა ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში”, “, – განაცხადა გიგა ბოკერიამ დღეს, 15:00 საათზე, ენმ-ის ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს პირველადი შედეგებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხმების 27.11% მიიღო, რაც ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში განსაზღვრული 77 მანდატიდან ენმ 27 მანდატს მიიღებს.

ამას გარდა, 50 მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, 45-ში “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები უპირისპირდებიან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. ყოფილი პრეზიდენტის მოსაზრებას ენმ-ის ლიდერების ნაწილი არ ეთანხმება. შევლენ თუ არა პარლამენტში პროპორციული სიით “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში, ეს დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი