ახალი ამბები

წერეთელი: ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა პარლამენტშიც საჭიროა და პარლამენტს გარეთაც

11 ოქტომბერი, 2016 • 1303
წერეთელი: ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა პარლამენტშიც საჭიროა და პარლამენტს გარეთაც

“ნაციონალური მოძრაობის”ქუთაისის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგი წერეთლის თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა პარლამენტშიც საჭიროა და პარლამენტს გარეთაც.

გიგი წერეთლის თქმით, პარლამენტში შესხვლის საკითხზე პარტიაში განსხვავებული მოსაზრებებია, რაც მისი აზრრით,  ბუნებრივია:

“ერთი მხრივ, ჩვენ ვნახეთ ძალიან აქტიური მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობის და, მეორე მხრივ, ძალიან დიდი ზეწოლა და საკმაოდ მასობრივი გაყალბებები მთელ რიგ უბნებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენს მხარდამჭრრებს, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან, თითქმის ნახევარი მილიონი, აქვთ თავიანთი მოსაზრება. [განსხვავებული] მოსაზრებაა პარტიის შიგნითაც. მე ზოგადად ვიტყვი ჩემს აზრს, რომ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო ყველგან – პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც,” – აღნიშნავს წერეთელი.

8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომელიც მოიცავს უბნების 99.92%-ის დათვლის შედეგებს, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,6 %  ხოლო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ- 27,14%. მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. აქედან  45 ოლქში ერთმანეთს “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები დაუპირისპრიდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი