ახალი ამბები

ვახტანგ მაჭავარიანის თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” კიდევ ოთხმა წევრმა დატოვა

10 ოქტომბერი, 2016 • 1629
ვახტანგ მაჭავარიანის თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” კიდევ ოთხმა წევრმა დატოვა

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრის, ვახტანგ მაჭავარიანის განცხადებით, გია ცაგარეიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვეს. აღნიშნულის შესახებ მაჭავარიანმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერით განაცხადა.

“მე პირადად არ მისაუბრია მათთან ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია მაღალი ალბათობით სიმართლეს შეესაბამება. როგორც ჩემთვის ცნობილია, [პარტიაში რჩება] ნინო გოგუაძე და შალვა შავგულიძე”, – ამბობს მაჭავარიანი.

არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლის  გადაწყვეტილება მიიღო, პოლიტიკოსი არც არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე საათით ადრე პარტია დატოვა გენერალურიმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმაც. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, “თავისუფალმა დემოკრატებმა” ხმების 4.62 % მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი