ახალი ამბები

უნდა შევიდეს თუ არა ენმ პარლამენტში? – გამოკითხვა

10 ოქტომბერი, 2016 • 2485
უნდა შევიდეს თუ არა ენმ პარლამენტში? – გამოკითხვა

ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს, თუ ბოიკოტი გამოაცხადოს? ამ თემაზე პარტიის შიგნით დისკუსია მთელი დღეა მიმდინარეობს. მიიღეთ მონაწილოება ნეტგაზეთის ინტერნეტ გამოკითხვაში და დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ერთი IP მისამართიდან ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. გამოკითხვა ერთ დღეში დასრულდება.


მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ღიად განაცხადა, რომ მისი აზრით, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არსებობს არგუმენტები იმის თაობაზე, უნდა შევიდნენ ნაციონალური მოძრაობის არჩეული დეპუტატები პარლამენტში, თუ უარი განაცხადონ მანდატებზე:

“რაც შეეხება ამ მძიმე დარღვევებით ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებულ პარლამენტში მონაწილეობის მიღებას ერთადერთი ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ამ საკითხზე არსებობს სხვადასხვა აზრი: მე ვფიქრობ, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის არჩეული დეპუტატების და პარლამენტში დაშვებული დეპუტატების, როგორც მინიმუმ, ვალდებულებაა შეხვდნენ საქართველოს ყველა რეგიონში იმ ხალხს, ვინც მხარი დაგვიჭირა – ჩვენს აქტივისტებს, ვის მხრებზეც გადაიარა ამ არჩევნებმა და მანამ, სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ თემაზე და ვიმეორებ, რომ არსებობს, არგუმენტები აქვს ორივე მხარეს მონაწილეობასაც და არმონაწილეობასაც, მაინც იკითხონ ჩვენი აქტივის, ჩვენი მხარდამჭერების აზრი,” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

გთავაზობთ ენმ-ის რამდენიმე წევრის, ასევე ამ ტიპის დისკუსიაში ჩართული სხვა ადამიანების მოსაზრებებს:

“შეიძლება არავინ მეკითხება და ენმ-ის შიდა დებატებში არ მეთქმის სიტყვა, მაგრამ გეტყვით გარედან და შორიდან როგორ ჩანს. ვერც დასავლეთი და ვერც 500000-მდე ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი ვერ გაიგებს პარლამენტში არშესვლას დღეს. გამოსვლა თუ გინდათ, მომავალ 4 წლიწადში მაგის ბევრი საბაბი გექნებათ კიდევ და თაიმინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. (როცა პრეზიდენტის ინსტიტუტს შეუტევენ, პრესის თავისუფლებას და ა შ.)”, – თორნიკე გორდაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი