ახალი ამბები

ბაქრაძე: არ ვაპირებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც სინამდვილეში ხელისუფლებას გააძლიერებს

10 ოქტომბერი, 2016 • 1422
ბაქრაძე: არ ვაპირებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც სინამდვილეში ხელისუფლებას გააძლიერებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების, დავით ბაქრაძისა და გიგა ბოკერიას განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძროაბა თავის სამოქმედო გეგმას უახლოეს დღეებში წარმოადგენს. ამის შესახებ მათ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს:

“მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, რომლებიც აანონსებენ პოლიტიკიდან წასვლას და პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტას. შექმნილი სიტუაცია ქმნის სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას, სადაც ენმ აღარ არის მთავარი ოპოზიციური ძალა, ის ყალიბდება ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად ამ ქვეყანაში. ამ რეალობაში პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე ენმ-iს მომავალი და წარმატება განსაზღვრავს არა ამ პარტიის და მისი მხარდამჭერების ბედს, არამედ ნაციონალურ მოძრაობაზე გადის ხაზი საქართველოს მომავლისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანაში არ დამყარდეს ერთპარტიული რეჟიმი და იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს განსხვავებული აზრი და პოლიტიკური ოპოზიცია. სწორედ ამიტომ მე და ჩვენი გუნდი სრულიად ცალსახად ვაცხადებთ, ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ არასად წასვლას არ ვაპირებთ, ვაგრძელებთ ბრძოლას, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან და ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება ჩვენი ბრძოლის ფორმები, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ეტაპზე ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მავნე საერთო პერსპექტივისა და ამ ბრძოლის მომავლისთვის. ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ორთქლის გამოშვებას, გულის მოფხანას და ამ ყველაფრით რეალურად გააძლიეროს ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ გულის მოფხანას, ჩვენ არ ვაპირებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც სინამდვილეში ხელისუფლებას გააძლიერებს. ჩვენ გეგმას წარმოგიდგენთ უახლოეს დღეებში, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტიკური საბჭო მიიღებს”, – განაცხადა ბაქრაძემ.

საქართელოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთრ ფეისბუკ გვერდზე ვიდეოგანცხადებას ავრცელებს. სააკაშვილმა არჩევნების შედეგებზე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გეგმებზე ისაუბრა. ექსპრეზიდენტის თქმით, მისი აზრით, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი