ახალი ამბები

ბურჭულაძე: ჯერ არ ვაპირებ არსად წასვლას

10 ოქტომბერი, 2016 • 1270
ბურჭულაძე: ჯერ არ ვაპირებ არსად წასვლას

პარტიის ,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის’’ ლიდერი პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს. ასევე გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ პარტია დაიშალოს.

“მე ჯერ არ ვაპირებ არსად წასვლას, როცა დავაპირებ, აუცილებლად მე თქვენ გეტყვით, რამდენიმე დღეში. მაცალეთ, უნდა ჩამოვყალიბდე. ყველაფერია შესაძლებელი, გარდა მაგისა, რომ პარტია შეიძლება დაიშალოს. პარტია არ დაიშლება, ეს გამორიცხულია. ერთადერთი პარტიაა, რომელსაც შეუძლია ჯანსაღი რაღაც გააკეთოს ამ ქვეყანაში”,- განაცხადა ბურჭულაძემ.

პარტიის ,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის’’ წევრის, დავით ჯანდიერის თქმით, დღეს, 8 ოქტომბერს, გაიმართება თათბირი, სადაც არჩევნებსა და პარტიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.

,,დღეს გვექნება საღამოს შეხვედრა. პროცესები არ არის იოლი, არა მხოლოდ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც საპარლამენტო არჩევნების შედეგმა განაპირობა, არამედ ასევე პარტიაში შექმნილი ვითარება არ არის იოლი,’’ – ამბობს ჯანდიერი.

ჯანდიერმა ასევე განაცხადა, რომ არ არის საუბარი პარტიის დაშლაზე, უბრალოდ, მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა ფორმით შეიძლება გააგრძელონ საქმიანობა ცალკეულმა ლიდერებმა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა პარტია თავად დავით ჯანდიერმა დატოვოს, პასუხობს, იგი არ ფიქრობს, რომ საკუთარი თავი საჯარო სივრცეში ამოწურა, თუმცა  გარკვეული დრო ჩამოსაყალიბებლად სჭირდება.

,,არ მინდა, ჩემი განცხადება გაგებული იყოს ან ერთ ან მეორე მხარეს, ეს არის პერიოდი, როცა ყველას სჭირდება გარკვეული დრო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს, დარჩება, არ დარჩება. თუ დარჩება, როგორ დარჩება და თუ არ დარჩება, რა ფორმით გააგრძელებს,’’- ამბობს ჯანდიერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი