ახალი ამბები

ცესკოს 16:30 საათის მონაცემებით, პატრიორტთა ალიანსი 5%-ან ბარიერს ლახავს

10 ოქტომბერი, 2016 • 1278
ცესკოს 16:30 საათის მონაცემებით, პატრიორტთა ალიანსი 5%-ან ბარიერს ლახავს

ცენტრალუმა საარჩევნო კომისიამ განაახლა “პატრიოტთა ალიანსის” მონაცემები. ამ ეტაპზე პარტიას მიღებული აქვს 88 177 ხმა, რაც საერთო მიღებული ხმების – 1 762 402 ხმის 5%-ია. შედეგად, საქართველოს პარლამენტში შესვლის უფლება “ქართულ ოცნებასა” და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად “პატრიოტთა ალიანსსაც” მიეცემა. ამ დროისათვის, დათვლილია ხმების 99.92%.

პატრიოტთა ალიანსის სედეგები 16:30 საათისთვის

პატრიოტთა ალიანსის სედეგები 16:30 საათისთვის

ახალი შედეგების გამოქვეყნებამდე ცესკო-ში პარტიის მიერ მიღებული შედეგების დამრგვალებაზე მსჯელობასაც არ გამორიცხავდნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იუსტირსთა ასოციაციის იურისტის ირმა პავლიაშვილის განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აძლებს უფლებას იმსჯელოს დაამრგვალოს თუ არა პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი, რადგან დამრგვალებასთან დაკავშირებით კოდექსში ზუსტი ჩანაწერი არ არის. ცესკოს შეუძლია დაადგინოს რის საფუძველზე დაამრგვალებს მიღებულ ციფრს.

ცესკოს პრესპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, თუკი ყველა უბნის დათვლის შემდეგ აღნიშნული მონაცემი არ შეიცვლებოდა, მაშინ ცესკო იმჯელებდა და მიიღებდა გადაწყვეტილებას, 4.998% არის თუ არა ბარიერის გადალახვის საფუძველი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე საათის წინ განაახლა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ისე, რომ უცვლელად დატოვა მანამდე დათვლილი უბნების რაოდენობა. დღეს, 12 საათისთვის ჩვენ ცესკოს ვებ-გვერდიდან გადავიღეთ სქრინი, რომელიც ასახავს უბნების 99.92%-ის დათვლის შედეგებს და რომელშიც წერია, რომ პატრიოტებმა მიიღეს 88 032 ხმა, ანუ საერთო მიღებული ხმების – 1 762 975 ხმის 5%, თუმცა რეალურად, ეს იყო ხმების 4.99%.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა აღნიშნული უზუსტობის გამორკვევა დაიწყეს, ცესკომ მონაცემი შეცვალა. კერძოდ, 14:10 საათის მდგომარეობით, დათვლილი იყო ისევ უბნების 99.92%, თუმცა ამჯერად 88 132 ხმა მიიღეს პატრიოტებმა, რაც საერთო მიღებული ხმების – 1 763 194 ხმის 5% მაინც არ გამოდიოდა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ამ პარტიას უნდა ჰქონოდა 88 159 ხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი