ახალი ამბები

ენმ-ის კანდიდატი: არ ვაპირებ ამომრჩეველს ვუღალატო, მეორე ტურში ვიბრძოლებ

10 ოქტომბერი, 2016 • 1388
ენმ-ის კანდიდატი: არ ვაპირებ ამომრჩეველს ვუღალატო, მეორე ტურში ვიბრძოლებ

“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ბორჯომი-ასპინძა-ახალქალაქის რაიონებში ტარიელ ლონდარიძე მეორე ტურში მონაწილეობას აპირებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ ენმ-ის ლიდერები უარს იტყვიან მეორე ტურზე, ის არ უღალატებს თავის ამომრჩეველს და გააგრძელებს ბრძოლას ბოლომდე.

“მე დღესაც მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ვარ. ვთვლი, რომ ბორჯომი-ასპინძა-ახალქალაქის ოლქებში არჩევნები გაყალბდა. სუს-მა მოახერხა და ახალქალაქის ხმები პირდაპირ მიაკუთვნა გედი ფოფხაძეს. ჩვენ უკვე შეგვაქვს საჩივარი 8 უბნის გაუქმებასთან დაკავშირებით, დაინიშნება მეორე ტური და ამ სამ რაიონში ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას გამარჯვებისთვის. არ ვაპირებ, ვუღალატო ჩემს ამომრჩეველს,” – განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ.

საქართელოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთრ ფეისბუკ გვერდზე ვიდეოგანცხადებას ავრცელებს. სააკაშვილმა არჩევნების შედეგებზე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გეგმებზე ისაუბრა. ექსპრეზიდენტის თქმით, მისი აზრით, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი