ახალი ამბები

ცესკომ “პატრიოტების” მიღებული ხმების რაოდენობა შეცვალა

10 ოქტომბერი, 2016 • 1733
ცესკომ “პატრიოტების” მიღებული ხმების რაოდენობა შეცვალა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაახლა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ისე, რომ უცვლელად დატოვა მანამდე დათვლილი უბნების რაოდენობა.

მაგალითად, დღეს, 12 საათისთვის ჩვენ ცესკოს ვებ-გვერდიდან გადავიღეთ სქრინი, რომელიც ასახავს უბნების 99.92%-ის დათვლის შედეგებს და რომელშიც წერია, რომ პატრიოტებმა მიიღეს 88 032 ხმა, ანუ საერთო მიღებული ხმების – 1 762 975 ხმის 5%, თუმცა რეალურად, ეს იყო ხმების 4.99%.

პარტიოტთა ალიანსის მიერ მიღეული ხმების რაოდენობა დაახლოებით დღის 12:00 საათზე.

პარტიოტთა ალიანსის მიერ მიღეული ხმების რაოდენობა დაახლოებით დღის 12:00 საათზე.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა აღნიშნული უზუსტობის გამორკვევა დაიწყეს, ცესკომ მონაცემი შეცვალა. კერძოდ, 14:10 საათის მდგომარეობით, დათვლილია ისევ უბნების 99.92%, თუმცა ამჯერად 88 132 ხმა მიიღეს პატრიოტებმა, რაც ამჯერად საერთო მიღებული ხმების – 1 763 194 ხმის 5% მაინც არ გამოდის, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ამ პარტიას უნდა ჰქონდეს 88 159 ხმა.

სქრინი ცესკო საიტიდან 14:10 საათის მონაცემებით. 10.10.2016

სქრინი ცესკო საიტიდან 14:10 საათის მონაცემებით. 10.10.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი