ახალი ამბები

უსუფაშვილი არ ამბობს, დაუჭერენ თუ არა მხარს მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატებს

10 ოქტომბერი, 2016 • 1268
უსუფაშვილი არ ამბობს, დაუჭერენ თუ არა მხარს მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატებს

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი არ ამბობს, დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიციურ კანდიდატებს “რესპუბლიკური პარტია” მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში.

“მეორე ტურის შესახებ პოზიციებზე ახლა არ და ვერ ვისაუბრებ. ამის დრო მოვა,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. აქედან  45 ოლქში ერთმანეთს “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები დაუპირისპირდებიან, ხოლო დანარჩენ ოლქებში- “ქართული ოცნება” და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი