ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა

10 ოქტომბერი, 2016 • 1760
ალექსი პეტრიაშვილმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა

თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მან პარტია დატოვა.

პეტრიაშვილი ასევე წერს, რომ ქვეყნისთვის ზრუნვას “სხვა რანგში და სხვა დარგში” გააგრძელებს.

ალექსი პეტრიაშვილი 8 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნებზე კენჭს საბურთალოს მე-4 მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა. მან ხმების 8.14% მიიღო.

“პირველში მადლობას ვუხდი ყველა თავისუფალ დემოკრატს და ყველა ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მაძლიერებდა ამ ხნის განმავლობაში.
ჩვენ ერთად ვიბრძოდით უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის! ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში! დღეიდან აღარ ვარ პარტიული. და სულ ცოტა ხნით ვიქნები …….. სახლში (ხვდებით ალბათ ვისი ხმითაც ვიტყოდი ამას),”-წერს ალექსი პეტრიაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი