ახალი ამბები

ქვემო ქართლში გამაჯვებული “ოცნების” კანდიდატებიდან ყველაზე მეტი ხმა კახა ოქრიაშვილმა მიიღო

9 ოქტომბერი, 2016 • 1765
ქვემო ქართლში გამაჯვებული “ოცნების” კანდიდატებიდან ყველაზე მეტი ხმა კახა ოქრიაშვილმა მიიღო

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქვემო ქართლში რვა მაჟორიტარული ოლქიდან 3-ში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. პირველი ტურში ქართული ოცნების ხუთმა კანდიდატმა გაიმარჯვა, მათგან ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა ბიზნესმენმა კახაბერ ოქრიაშვილმა მიიღო, რომელიც წელს “ოცნების” სახელით იყრიდა კენჭს.

ქვემო ქართლის ოლქები, სადაც ოცნების წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს პირველსავე ტურში:

  • თეთრიწყაროს #32 ოლქში გოდერძი ჩანქსელიანმა გაიმარჯვა ხმების 54.07%-ით, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ენმ-ის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური – 27.64% [სულ 61 უბნიდან მონაცემები დათვლილია 59 უბნის მიხედვით];
  • ბოლნისის #33 ოლქში გოგი მეშველიანმა ქართული ოცნებიდან გაიმარჯვა ხმების 51.84%-ით, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ენმ-ის წარმომადგენელი სამირა ისმაილოვა – 40.67% [სულ 58 უბნიდან მონაცემები დათვლილია 52 უბნის მიხედვით];
  • წალკა-დმანისის #34 ოლქში კახაბერ ოქრიაშვილმა ქართული ოცნებიდან გაიმარჯვა ხმების 65.74%-ით, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ენმ-ის წარმომადგენელი ბაკურ მგელაძე – 22.69% [სულ 99 უბნიდან მონაცემები დათვლილია 89 უბნის მიხედვით];
  • მარნეულის #35 ოლქში რუსლან გაჯიევმა ქართული ოცნებიდან გაიმარჯვა ხმების 54.87%-ით, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ენმ-ის წარმომადგენელი აზერ სულეიმანოვი – 37.87% [სულ 43 უბნიდან მონაცემები დათვლილია 37 უბნის მიხედვით];
  • გარდაბნის #31 ოლქში სავალან მირზოევმა, ქართული ოცნებიდან გაიმარჯვა ხმების 50.17%-ით, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ენმ-ს წარმომადგენელი რამინ ბაირამოვი – 32.23% [ამ ოლქში სულ 35 უბნიდან მონაცემები დათვლილია 34 უბნის მიხედვით

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურია მოსალდნელი შემდეგ ოლქებში:

1. რუსთავის #29 ოლქი

პაატა მხეიძე, ქართული ოცნება – 45.35%

მამუკა ჩიქოვანი, ენმ – 32.05%

ამ ოლქში სულ 42 უბნიდან მონაცემები დათვლილია 35 უბნის მიხედვით

2. რუსთავის #30 ოლქი

გიორგი ბეგაძე, ქართული ოცნება – 47.75%

დავით კირკიტაძე, ენმ – 33.68%

ამ ოლქში სულ 42 უბნიდან მონაცემები დათვლილია 31 უბნის მიხედვით

 

3. მარნეულის #36 ოლქი

თამაზ ნავერიანი, ქართული ოცნება – 49.85%

აკმამედ იმამკულიევი, ენმ – 41.75%

ამ ოლქში სულ 46 უბნიდან მონაცემები დათვლილია 36 უბნის მიხედვით

მასალების გადაბეჭდვის წესი