ახალი ამბები

კახეთში ექვსი მაჟორიტარული ოლქიდან ხუთში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი

9 ოქტომბერი, 2016 • 1332
კახეთში ექვსი მაჟორიტარული ოლქიდან ხუთში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახეთის რეგიონში ექვსი მაჟორიტარული ოლქიდან 5-ში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. პირველი ტურში მხოლოდ ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვა:

 

  • დედოფლისწყარო-სიღნაღის #25 ოლქში ირაკლი შიოლაშვილმა გაიმარჯვა ხმების 54.66%-ით, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ენმ-ის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი – 27.21% [სულ 58 უბნიდან მონაცემები დათვლილია 54 უბნის მიხედვით];

სხვა ოლქებში მეორე ტურები გაიმართება შემდეგ კანდიდატებს შორის:

1. საგარეჯოს #23  ოლქი

რომან მუჩიაშვილი, ქართული ოცნება – 46.39%

ზურაბ ჭიაბერაშვილი, ენმ – 25.14%

ამ ოლქში სულ 50 უბნიდან მონაცემები დათვლილია 46 უბნის მიხედვით

2. გურჯაანის #24  ოლქი

დავით სონღულაშვილი, ქართული ოცნება – 44.18%

გიორგი ღვინიაშვილი, ენმ – 32.19%

ამ ოლქში სულ 51 უბნიდან მონაცემები დათვლილია 48 უბნის მიხედვით

3. ლაგოდეხი-ყვარლის #26  ოლქი

გურამ მაჭარაშვილი, ქართული ოცნება – 37.51%

გურამ კაკალაშვილი, ენმ – 24.59%

ამ ოლქში სულ 53 უბნიდან მონაცემები დათვლილია 51 უბნის მიხედვით

4. თელავი-ყვარლის #27  ოლქი

ირაკლი სესიაშვილი, ქართული ოცნება – 42.09%

გიორგი ბოტკოველი, ენმ – 34.98%

ამ ოლქში სულ 47 უბნიდან მონაცემები დათვლილია 42 უბნის მიხედვით

5. ახმეტის #28  ოლქი

გელა სამხარაული, ქართული ოცნება – 47.51%

შაქრო ტერტერაშვილი, ენმ – 32.48%

ამ ოლქში სულ 50 უბნიდან მონაცემები დათვლილია 48 უბნის მიხედვით

მასალების გადაბეჭდვის წესი