ახალი ამბები

ნეტგაზეთს საკუთარ საქმიანობაში ხელი შეუშალეს

9 ოქტომბერი, 2016 • 1844
ნეტგაზეთს საკუთარ საქმიანობაში ხელი შეუშალეს

დღეს, 9 ოქტომბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, პასტერის ქუჩაზე “ნეტგაზეთის” ოფისთან შეკრებილი იყო 20-მდე ახალგაზრდა, რომლებიც ჩხუბობდნენ. “ნეტგაზეთის” რეპორტიორი გავიდა ქუჩაში აღნიშნული დაპირისპირების გადასაღებად და როდესაც შეკრებილმა ახალგაზრდებმა, რომლებიც პოლიტიკური შინაარსის ტექსტით ხმამაღლა კამათობდნენ, დაინახეს გადაღების მომენტი, მისი მიმართულებით წამოვიდნენ და “ნეტგზეთის” რეპორტიორს გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს.

რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც ტელეფონის, რომლითაც რეპორტიორი აღნიშნულს იღებდა, კვების ბლოკი დაჯდა, ერთ-ერთმა მათგანმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ჟურნალისტს ტელეფონი დაუჯდა, რის შემდეგაც  რეპორტიორს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოყვნენ “ნეტგაზეთის” ოფისამდე. ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფის თანხლებით. “ნეტგაზეთის” რეპორტიორმა მოასწრო რედაქციაში შესვლა, რის შემდეგაც კარი გადავკეტეთ და ფანჯრიდან დავიწყეთ გადაღება.  მას შემდეგ, რაც მათ გადაღების ფაქტი დააფიქსირეს, “ნეტგაზეთის”რედაქციიდან წავიდნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოვიძახეთ პოლიცია, რაზეც მოკვლევა  სიტყვიერ შეურაცხყოფაზე რეგირების მიზნით დაიწყო.


ნეტგაზეთის ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილე პირები ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი