ახალი ამბები

ცესკოს პირველადი მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” ხმების 53% მიიღო

9 ოქტომბერი, 2016 • 1139
ცესკოს პირველადი მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” ხმების 53% მიიღო

ცესკოს მონაცემებით, 423 (სულ 3702 უბნიდან) უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ 53% მიიღო.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ წინასწარი მონაცემები მედიას, დღეს, 9 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით 7 საათის შემდეგ გააცნო.

პარტიების პროცენტული გადანაწილება ასეთია:

„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“ – 4,24 % (5286)

პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა (თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!) – 0,07% (92)

„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ – 2,96 % (3690)

„ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“ – 0,1% (121)

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 24,69% (30 807)

„უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“ – 1,33 % (1665)

„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ – 0,16% (204)

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია“ – 4,66% (5812)

„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 2,79% (3482)

„სახალხო ხელისუფლება“ – 0,06% (69)

„საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელები“ (ივანე წიკლაური) – 0,07%  (89)

„დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის“ – 0,21 % (268)

„მშრომელთა სოციალისტური პარტია“ – 0,04% (53)

„საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 0,07% (84)

„საქართველო“ – 0,1% (121)

„ქართული იდეა“ – 0,13 % (166)

„თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ – 0,99% (1230)

მერაბ კოსტავას საზოგადოება – 0,05% (65)

„ჩვენები – სახალხო პარტია“ – 0,05% (58)

„კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე – მემარცხენე ალიანსი“ – 0,03% (43)

ეროვნული ფორუმი – 0,47 % (588)

„ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“ – 3,21 % (3999)

„ზვიადის გზა – უფლის სახელით“ – 0,05 % (68)

„ჩვენი საქართველო“ (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი) – 0,05% (60)

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართვლო“ – 53,42 % (66642)

მასალების გადაბეჭდვის წესი