ახალი ამბები

უსუფაშვილი: ჩვენ უკეთესი მონაცემები გვაქვს, ვიდრე ეგზიტპოლები გვიწინასწარმეტყველებენ

8 ოქტომბერი, 2016 • 1419
უსუფაშვილი: ჩვენ უკეთესი მონაცემები გვაქვს, ვიდრე ეგზიტპოლები გვიწინასწარმეტყველებენ

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეგზიტპოლები საინტერესოა ტენდენციებზე დასაფიქრებლად, მაგრამ კონკრეტულ შედეგებზე ცესკოს მონაცემებით უნდა ვისაუბროთ. რესპუბლიკელების ლიდერის თქმით, მათ უკეთესი მონაცემები აქვთ, ვიდრე ეგზიტპოლები უწინასწარმეტყველებენ.

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ყველა კომისიის წევრსა და დამკვრივებელს მოუწოდა, რომ ყველაფერი იღონონ იმისთვის, რათა ადეკვატურად ასახონ არჩევნების შედეგები:

“გისურვებთ მშვიდობიან ღამეს და მშვიდობიან დილას, ვინაიდან მშვიდობიანი ღამეა. ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 3700-მდე საარჩევნო უბანში მიმდინარეობას ხმების დათვლა. ამ საქმით დაკავებულია ათასობით კომისიის წევრი, დამკვირვებელი, და მინდა პირველ რიგში მათ მივმართო, რომ ყველაფერი იღონონ იმისთვის, რომ აბსოლუტურად ადეკვატურად იყოს ასახული არჩევნების შედეგებში ის, რაც საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს; დაითვალოს ყველა ბიულეტენი, შეჯამდეს შედეგები, შედგეს ოქმები და ჩვენ ცესკოდან მივიღოთ არჩევნების წინასწარი შედეგები. ამ მომენტამდე, როგორც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, არანაირ კომენტარს ვაკეთებ არჩევნების შესაძლო შედეგთან დაკავშირებით. ეგზიტპოლები, სხვა ყველა მოვლენა – ეს არის საინტერესო იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რა ტენდენციებია, მაგრამ კონკრეტულ შედეგებზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოებისგან გვექნება მონაცემები. ამიტომ დღეს მე არ და ვერ გავაკეთბ ვერანაირ პოლიტიკურ შეფასებას იმის თაობაზე, ვინ არის პარლამენტში, რა კომპოზიციის იქნება მომავალი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ვის შედის/ვერ შედის პარლემენტში, ან როგორ წარიმართა წინასაარჩევნო კამპანია, საით მიდის ქვეყანა და ა.შ. ამ ყველაფერზე მოგახსენებთ ხვალ – პოლიტიკურ პროცესებზე,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი არჩევნების ტექნიკურ საკითხებზე საუბრობს და მოუწოდებს ყველა პოლიტიკოსს, პარტიას, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობა:

“ასევე, მინდა მივმართო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს, საარჩევნო კომისიაში: დავიცვათ ყველა პარტიის ხმა თანაბრად, რესპუბლიკელების ხმები და სხვა პარტიების მიერ მიღებული ხმებიც. ჩვენი მონაცემებით, რესპუბლიკურ პარტიას აქვს უკეთესი მონაცემები, ვიდრე ჩვენ გვიწინასწარმეტყველებენ სხვადასხვა ეგზიტპოლები. ამით არ ვაპირებ ახლა სპეკულაციას და, კიდევ ვიმეორებ, დაველოდები ცესკოს გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს. მანამდე ამოცანა არის ის, რომ ყველა ბიულეტენი დაითვალოს სათანადოდ. თუ არის სადმე რაიმე დარღვევები, რაიმე ნიშანი იმისა, რომ სადმე რამე მოხდა ან შეიძლება ხდებოდეს ამ წუთში. ეს უნდა აღიკვეთოს იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა საარჩევნო ყუთთან მისვლით. ახლა ჩვენი სახელმწიფოს, კომისიების და ყველას ამოცანაა, ეს ყველაფერი ადეკვატურად ავსახოთ შედეგებში. დანარჩენ თემებზე, პოლიტიკურ პროცესებზე, რამ განაპირობა ესა და ის შედეგი, მომავალი როგორი ექნება ქვეყანას, ამაზე ხვალ ისაუბრებენ. ხვალ გვექნება საშუალება ძალიან ბევრ საკითხზე მსჯელობის. დღეს მნიშვნელოვანია ხმების დაცვა და ღირსეულად ასახვა, ადეკვატურად ასახვა საარჩევნო ოქმებში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც ამ ძალიან რთულ არჩევნებში მისცა ხმა რესპუბლიკურ პარტიასა და რესპუბლიკელების კანდიდატებს.”

ტელეკომპანია რუსთავი2-ის დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლების საბოლოო შედეგებით, პარლამენტში მხოლოდ 2 პარტია მოხვდება – ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები, რომელიც რუსთავი 2-ის ცნობით, მთელი საქართველოს მონაცემს ასახავს, ასე გამოიყურება: ქართული ოცნება – 39,9%; ნაციონალური მოძრაობა – 32%. პატრიოტთა ალიანსი – 4,3%; ლეიბორისტული პარტია – 4,1%; პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის – 3,65%; ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები – 3,4%; ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა – 2,9%; სხვა პარტიები – 9,8%.

ოთხი ტელეკომპანიის – საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის, მაესტროსა და GDS-ის დაკვეთით, კომპანია TNS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნება იმარჯვებს. ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი უცნობია. ეგზიტპოლის მიხედვით, მმართველმა პარტიამ – “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა” მიიღო ხმების 53%%. ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ – “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო ხმების 19.5%.

ეგზიტპოლის მიხედვით, 5 -მიიღო  საარჩევნო ბლოკმა “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი