ახალი ამბები

საიას ცნობით, მარნეულში ახალგაზრდებმა პოლიციელს ქვები დაუშნეს და თავი გაუტეხეს

8 ოქტომბერი, 2016 • 1207
საიას ცნობით, მარნეულში ახალგაზრდებმა პოლიციელს ქვები დაუშნეს და თავი გაუტეხეს

საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ცოტა ხნის წინ მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე აზალგაზრდების ჯგუფმა პოლიციელს ქვები დაუშინა. მისი ინფორმაციით, სამართალდამცველს თავი აქვს გატეხილი.

ნაცვლიშვილის თქმით, საიას დამკვირვებელმა ცოტა ხნის წინ აცნობა ამ ფაქტის შესახებ. როგორც საიას თავმჯდომარე ამბობს, შეიძლება დაპირისპირებაში მონაწილეებს შორის არასრულწლოვნებიც მონაწილეობდნენ. ნაცვლიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, ახალგაზრდები ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის აქტივისტები არიან, თუმცა ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ზუსტდება.

საია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ უარი თქვან ძალადობაზე და მსგავს გამოვლინებებზე, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს- დროულად გამოიძიონ ეს ფაქტი და დასაჯონ დამნაშავეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი