ახალი ამბები

ოთხი ტელეკომპანიის შეკვეთილი ეგზიტპოლით, არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” 53.8%-ით მიიღო

8 ოქტომბერი, 2016 • 2710
ოთხი ტელეკომპანიის შეკვეთილი ეგზიტპოლით, არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” 53.8%-ით მიიღო

ოთხი ტელეკომპანიის – საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის, მაესტროსა და GDS-ის დაკვეთით, კომპანია TNS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნება იმარჯვებს. ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი უცნობია.

ეგზიტპოლის მიხედვით, მმართველმა პარტიამ – “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა” მიიღო ხმების 53%%. ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ – “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო ხმების 19.5%.

ეგზიტპოლის მიხედვით, 5%-მიიღო  საარჩევნო ბლოკმა “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”.

ეგზიტპოლის მიხედვით, მეოთხე ადგილზე გავიდა და ხმების 4% მიიღო “თავისუფალმა დემოკრატებმა”.

ოთხი ტელევიზიის ეგზიტპოლის შედეგები-პროპორციული
Create bar charts

ეგზიტპოლის საველე სამუშაოები, TNS Opinion-ის მიერ გაწერილი გეგმით, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარა.

ეგზიტპოლის შედეგები მოიცავს 11 მონაცემს – პროპორციული არჩევნების შედეგებს და 10 მაჟორიტარულ ოლქს – თბილისში (3), გორში, თელავში (ყვარელში), მარტვილში, აბაშაში, ზუგდიდსა და ბათუმში. ოთხი ტელეკომპანიის TNS Opinion-თან გაფორმებული კონტრაქტის საერთო ღირებულება 937 635 ამერიკული დოლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი