ახალი ამბები

ზუგდიდის საარჩევნო უბნის კაბინებში ხელმოწერილი ბიულეტენები აღმოაჩინეს

8 ოქტომბერი, 2016 • 1945
ზუგდიდის საარჩევნო უბნის კაბინებში ხელმოწერილი ბიულეტენები აღმოაჩინეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 30-ე საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის კაბინაში 7 ბიულეტენი იყო მოთავსებული, რომელზეც ნომერი 41 იყო შემოხაზული, რაც, ენმ-ის შეფასებით, ე.წ კარუსელის მაგალითი იყო. 30-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარის თქმით კი, ბიულეტენები ცარიელი იყო და ისინი ამომრჩევლებმა შემთხვევით დატოვეს კაბინაში.

საუბნო კომისიის თავმჯდიმარის, ნანა ქირიას თქმით, არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და უყურადღებოდ დატოვებული 7-ივე ბიულეტენი უკვე გაუქმებულია.

“ეტყობა, კაბინაში ვინც შეიტანა 3 ბიულეტენი, სამივე აღარ გამოჰქონდა. ერთმა რომ ასე გააკეთა, ეტყობა, 18-19 წლის ბიჭები იყვენენ, იგივე გაიმეორეს. მაინცდამაინც არ იყვნენ აზრზე, ამან გამოიწვია (გაუგებრობა)”, – ამბობს ნანა ქირია. მისი თქმით, სწორედ მან აღმოაჩინა ბიულეტენები კაბინაში, როცა იქ ხმის მისაცემად შევიდა.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ დამკვირვებლებმა უკვე დაწერეს საჩივარი როგორც ორგანიზაციის, “გიორგი მაზნიაშვილის ქართული სოფელი”, დამკვირვებელი, დავით ქანთარია “ნეტგაზეთს” ეუბნება, ეს ფაქტი ე.წ კარუსელის რისკს შეიცავს:

“შესაძლოა, რაც ნახეს, იმ  7-ის გარდა კიდევ იყოს გატანილი ბიულეტენები. ეს ამბავი ჯარისკაცებს მოუვიდათ, სწორედ აქ არის რისკი, რომ ჯარისკაცებისთვის დავალება არ იყოს მიცემული. ისინი მოიყვანეს ჯგუფურად, მიაცემინეს ხმა და წაიყვანეს. ამბობენ, რომ ეს შეცდომა მათ მოუვიდათ, მაგრამ, ამავე დროს, შესაძლოა შეცდომა კი არა, ვიღაცამ დავალება სწორად ვერ გაიგო და შეიძლება გაიტანა ბიულეტენი, რაც ე.წ კარუსელის ტიპური მაგალითია”, – ამბობს დავით ქანთარია.

ზუგდიდის მე-10 უბანი. გაფუჭებული ბიულეტენები. ფოტო: ნეტგაზეთი/სტალინსკი

ზუგდიდის მე-10 უბანი. გაფუჭებული ბიულეტენები. ფოტო: ნეტგაზეთი/სტალინსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი