ახალი ამბები

ბაგრატის ტაძარზე გადაწყვეტილებას იუნესკო 2013 წელს მიიღებს

26 ივნისი, 2012 • • 1125
ბაგრატის ტაძარზე გადაწყვეტილებას იუნესკო 2013 წელს მიიღებს

შესაბამისი ინიციატივით კომიტეტის სესიაზე გერმანიის დელეგაცია გამოვიდა.

 

“ჩვენ შევისწავლეთ ექსპერტთა რეკომენდაციები, რომელთაც უდიდესი სამსახური გაწიეს. საკითხი არის უაღესად სერიოზული. ჩანს, რომ ძალიან დიდი შეცდომებია დაშვებული, ისეთი შეცდომებიც კი, რომელთა გამოსწორება შეუძლებელი იქნება, ამიტომ ისინი ძალიან დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი. აქედან გამომდინარე, გერმანია მოგიწოდებთ, აღნიშნული საკითხის შესწავლა 2013 წლამდე განვაგრძოთ.

 

ჩვენ ვაკეთებთ ამას იმ გაგებით, რომ საქართველოს ეკლესია ითანამშრომლებს იუნესკოს მრჩეველებთან და გაითვალისწინებს მათ შენიშვნებს. საქართველოს მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ ისინი ითვალისწინებენ და პატივს სცემენ იუნესკოს რჩევებს და კონვენციას,” – განაცხადა გერმანიის დელეგატმა.

 

გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული სესიაში მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენლის მიერ. ბაგრატის ტაძრის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დატოვების ან ამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იუნესკო 2013 წელს 37-ე სესიაზე მიიღებს.

 

განახლებული ბაგრატის ტაძრის საზეიმოდ გახსნას საქართველოს ხელისუფლება მიმდინარე წლის სექტემბერში აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი