ახალი ამბები

“პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს”

26 ივნისი, 2012 • 1046
“პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს”

პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად არ ყოფილა.

“ამასთან დაკავშირებით კომენტარსაც ვერ გავაკეთებ, სასაცილოა. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაო ვიზიტები აქვს დადგეგმილი. დღეს სტამბულში მიემგზავრება, უახლოეს დღეებში კი, ბრიუსელში და ბაქოში,”- განმარტავს “ნეტგაზეთთან” საუბარში მანანა მანჯგალაძე. 

პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია “ალიას” დღევანდელ ნომერში გავრცელდა. გამოცემის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს 2012 წლის 14 ივნისს ვილნიუსის ერთ-ერთ კლინიკაში დიაგნოზი დაუსვეს. 


“წინა ღამით საქართველოს პრეზიდენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააფრინეს ლიტვაში, სადაც იქაურმა ფსიქიატრებმა სრული გამოკვლევის შემდეგ 7 საათში დადეს დასკვნა – ,,ქრონიკული ფორმის მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი,” – ნათქვამია გამოცემაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი