ახალი ამბები

ცესკო: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა 19.81%-ის აქტივობა დაფიქსირდა

8 ოქტომბერი, 2016 • 1863
ცესკო: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა 19.81%-ის აქტივობა დაფიქსირდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათისათვის საარჩევნო უბნებზე 655 948 ამომრჩეველი გამოცხადა და მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში; რაც საერთო რაოდენობის 19.81%-ია. ხმის მიცემის პროცესი გრძელდება.

ამ დროისათვის ასევ დაფიქსირდა რამდენიმე პროცედურული ხარვეზი: დიდუბის #14 უბანზე დალუქული საარჩევნო ყუთი გახსნეს. ამის შესახებ საარჩევნო უბანზე კოსიამიამ დაწერა ახსნა-განმარტება და დარღვევაზე საოლქო კომისია იმსჯელებს.

ასევე, ცესკოს ინფორმაციით, აკინძვის დროს სტამბაში ერთმანეთს შეერია ორი ოლქის ბიულეტენები და ამ დროისათვის ხარვეზი გამოსწორებულია. დუშეთის ოლქის ბიულეტენების საკითხზე, რომლებიც ლაგოდეხში გამოიყენეს, კომისია იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი