ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და ჰოლანდიის ელჩები გორის საარჩევნო უბანზე მივიდნენ

8 ოქტომბერი, 2016 • 1443
დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და ჰოლანდიის ელჩები გორის საარჩევნო უბანზე მივიდნენ

დიდი ბრიტანეთის, აშშ – ის და ჰოლანდიის ელჩები დღეს გორში ჩავიდნენ. ისინი გორის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანს 11.30 საათზე ეწვივნენ.

მას შემდეგ, რაც ელჩები საარჩევნო პროცესს პირადად დააკვირდნენ, მედიასთან მოკლე კომენტარიც გააკეთეს.

“მოხარული ვარ, რომ არჩევნებზე ბევრი ხალხი დადის”, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

სამი ზემოხსენებული ქვეყნის ელჩი  2012 წლიდან არჩევნებს ერთად აკვირდება.


დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, აჭარის ავტონომიის მოსახლეობა კი პარლამენტის წევრებთან ერთად ავტონომიის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ირჩევს.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში დეპუტატებისთვის განკუთვნილი 150 პროპორციული და მაჟორიტარული მანდატის მოსაპოვებლად 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი, 816 მაჟორიტარი კანდიდატი იბრძვის. ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობს 15 საარჩევნო სუბიექტი და 76 მაჟორიტარობის კანდიდატი.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 513 884 ამომრჩეველი.

თვალი ადევნეთ არჩევნების მიმდინარეობას განახლებად რეჟიმში:
Live: საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი