ახალი ამბები

ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად შეიარაღებული პოლიციელი შევიდა

8 ოქტომბერი, 2016 • 1400
ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად შეიარაღებული პოლიციელი შევიდა

ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანზე 11:18 საათისთვის პისტოლეტით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომელი შემოვიდა ხმის მისაცემად.

კომისიის წევრებმა, დამკვირვებლების მითითების შემდეგ, მას უბანი დაატოვებინეს. პოლიციელმა მას შემდეგ მისცა ხმა, რაც ხელახლა იარაღის გარეშე შევიდა უბანზე.

საქართველოს კანონმდებლობით, კენჭისყრის დროს საარჩევნო უბანზე შეიარაღებული პირის ყოფნა აკრძალულია.

ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანზე პისტოლეტით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომელს უბანი დაატოვებინეს. ზუგდიდი, საქართველო. 08/10/2016ფოტო: ნეტგაზეთი/კონსტანტინ სტალინსკი

ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანზე პისტოლეტით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომელს უბანი დაატოვებინეს. ზუგდიდი, საქართველო. 08/10/2016ფოტო: ნეტგაზეთი/კონსტანტინ სტალინსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი