ახალი ამბები

NDI – ი კვლევის შედეგებს 29 ივლისს გამოაქვეყნებს

25 ივნისი, 2012 • • 1046
NDI – ი კვლევის შედეგებს 29 ივლისს გამოაქვეყნებს

წინასაარჩევნო გარემოს კვლევის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდრებს გამართავენ– ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრების საფუძველზე დელეგაცია შეაფასებს არჩევნებისთვის მზადების პროცესს, წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართული ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს.

NDI-ის დელეგაციის წევრები საქართველოს გუშინ, 24 ივნისს ეწვივნენ. დელეგაციაში შედიან– რობინ კარნაჰანი, მისურის შტატის მდივანი (შტატში არჩევნებზე პასუხისმგებელი არჩეული თანამდებობის პირი); სემ გეჯდენსონი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი და საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი; პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი, კენეთ ვოლაკი, NDI-ის პრეზიდენტი და ლუის ნავარო, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.

სამუშაო ჯგუფი წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს პრესკონფერენციაზე 29 ივნისს გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი