ახალი ამბები

ვინ გაუწია ორგანიზება ”ქართველთა” აქციას მოსკოვში?

25 ივნისი, 2012 • • 1081
ვინ გაუწია ორგანიზება ”ქართველთა” აქციას მოსკოვში?

რუსეთში, შოთა რუსთაველის მემორიალთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აქციის ორგანიზატორები უზარმაზარი მონიტორიდან საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე მიმართავდნენ, თუმცა, როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, შეკრებილებს ქართული არ ესმოდათ.

”ეხო მასკვიის”  ბლოგერი აღნიშნავს, რომ აქციაზე ისეთი ადამიანები  იყვნენ მოსული, რომლებიც როგორც წესი, ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერ აქციებზე ფულის სანაცვლოდ დადიან –  ეს ადამიანები უმეტესად – ტაჯიკები, უზბეკები, უსახლკაროები, ღარიბი პენსიონერები, უსტიპენდიო სტუდენტები და “ბომჟები” არიან.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, რომელიც მოსკოვის მერიაში მუშაობს, აქციის ფინანსურ მახარდაჭერას რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ახორციელებდა.

ჯავახაძის ცნობით, აქციის დასრულების შემდგომ მონაწილეებმა ჩააბარეს ქართული დროშები, მაისურები და ”დამსახურებული ფულის” მისაღებად წავიდნენ.      

”თავდაპირველად თანხის გაცემა იმ პარკს გარეთ იგეგმებოდა, სადაც აქცია გიმართა, თუმცა მას შემდგომ, რაც აქციის ორგანიზატორებმა ქართულ ტელევიზიებს მოკრეს თვალი, ფულის გაცემა მეტროსადგურ – კრასნოპრესნესკაიაზე გადაწყდა. მას შედგე, რაც ორგანიზატორებმა კამერები ამ მეტროსადგურზეც შენიშნეს, ჟურნალისტები პროვოკატორების მოყვანაში დაადანაშაულეს” – ნათქვამია ”ეხო მასკვის”  ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში.

პოსტის ავტორი განმარტავს, რომ, როგორც წესი, ამგვარი აქციების დასრულების შემდგომ ფულის გაცემა საჯარო ტუალეტებში ეწყობა ხოლმე, რათა კამერებმა ფულის გაცემის ფაქტი ვერ დააფიქსიროს. თუმცა ამჯერად მეტროსადგურ კრასნოპრესნესკაიას საჯარო ტუალეტის მომსახურე ქალბატონმა, აქციის მონაწილეების მუქარის მიუხედავად, ისინი ტუალეტში არ შეუშვა:

” აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომ ის ხალხი, ვინც აქციაზე ფულის სანაცვლოდ მოვიდა, ქართული შინაგან საქმეთა სამინისტროს პროვოკატორები არიან, რომლებიც ვანო მერაბიშვილის ფულის სანაცვლოდ აწყობენ აქციას მოსკოვში.

მას შემდგომ, რაც ფულის გაცემა ვერ მოხერხდა, ”განრისხებული”  აქციის მონაწილეთა აგრესია ჟურნალისტებისკენ წამოვიდა.  აქციის ერთ-ერთი მონაწილე ”რუსთავი 2-ის” ოპერატორს კამერის დამტვრევით ემუქრებოდა”.

”ჟურნალისტებზე მუქარას და ფულის გაცემას მილიცია მშვიდად აკვირდებოდა.  ქართული დემოკრატიის დასაცავად შეკრებილი აქციის მონაწილენი კი საბოლოოდ ფულის გამცემ ადამიანებთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ” -აღნიშნავს ბლოგერი. 

ბლოგის ავტორი ზურაბ ჯავახაძე, სტატიაში მოსაზრებას გამოთქვამს, რომ ამ აქციით კრემლმა ღიად დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა კოალიცია ”ქართული ოცნების” მიმართ, რომელსაც სათავეში ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი უდგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი