ახალი ამბები

”ქართული ოცნების” მორიგი აქცია მცხეთაში გაიმართება

25 ივნისი, 2012 • • 950
”ქართული ოცნების” მორიგი აქცია მცხეთაში გაიმართება

”თითქმის დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ აქცია გაიმართება პირველ ივლისს, 7 საათზე მცხეთის თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზეპირი შეთანხმება ამის შესახებ გვაქვს, თუმცა დღეს ველოდებით ოფიციალურ პასუხს, არ გვინდა მოვლენების წინ გასწრება,” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.

მაია ფანჯიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ კოალიციას აქციის ჩატარებისთვის არ გამოუყო მცხეთის ცენტრალური მოედანი.  

”ჩვენ მიჩვეული ვართ იმას, რომ ხელისუფლების მხრიდან კოალიციას უხდება ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გადალახვა.  არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ჩვენ მიგვეღოს ისეთი პასუხი და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ, კოალიციას გვინდა, ამ შემთხვევაში აქციების ჩატარებს ვგულისხმობ”, – განაცხადა ფანჯიკიდძემ

მისივე თქმით, ეს არის მცხეთა –მთიანეთვისთვის განსაზღვრული აქცია. ფანჯიკიძის განმარტებითვე, პირველი ივლისის მეცხეთის აქციაზე არ მოხდება ხალხის სპეციალური ორგანიზება და ჩამოყვანა.  

”ვინაიდან რეგიონები დაშორებულია მცხეთას, ხალხის აქციაზე ჩამოსვლა არ იქნება ადვილი, თუმცა დარწმუნბებული ვარ, რომ ბევრი ხალხი მოვა წინა აქციების მსგავსად”, – განაცხადა კოალიცია ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფაჯიკიძემ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი