ახალი ამბები

ივანიშვილი: სააკაშვილის მილანში ვაჭრობის სურათები კალაძის ორგანიზებული იყო

22 ივნისი, 2012 • 3033
ივანიშვილი: სააკაშვილის მილანში ვაჭრობის სურათები კალაძის ორგანიზებული იყო

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ინფორმაციას, რომ თითქოს ერთი კვირის წინ კახი კალაძე კანონიერ ქურდებს შეხვდა, “ქართული ოცნების” ლიდერმა უპასუხა:

 

“სასაცილოა ეს თქვენი შეკითხვა. რა თქმა უნდა, არავითარი ფაქტი თქვენ ამის არ გაგაჩნიათ, მხოლოდ საუბარი და ტრიალი გინდათ ამ თემის. მე ერთადერთი, რაც ვიცი და კახისთან ვიხუმრე ამ თემაზე, რომ როდესაც სურათები გავრცელდა, თუ გახსოვთ, მილანში როდესაც თქვენი პრეზიდენტი სავაჭროდ ჩავიდა იმ დროს, როდესაც საქართველოში უბედურება დატრიალდა, იმ სურათების ორგანიზება იყო კახის გაკეთებული და კახიმ მითხრა, ისევ სააკაშვილი ვნახე იქო, მილანში რომ ვიყავიო და მაგი ხომ არ ჰყავდათ მხედველობაშიო. მწარედ იხუმრა კახიმ. ეს ყველაფერი აბსურდია.”

 

გაზეთმა “ალიამ” დაახლოებით თვენახევრის წინ გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომელიც, გამოცემის ცნობით, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, 14 მაისს, დილით იყო გადაღებული მილანში, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “შოპინგობდა”.

 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ამ ფაქტის კომენტარებისას განაცხადა, რომ 14 მაისს მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად გაემგზავრა აშშ-ში სამუშაო ვიზიტით და გადაფრენის მარშრუტი ითვალისწინებდა რამდენიმესაათიან გაჩერებას მილანში.

ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ბერა ივანშვილი
ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ბერა ივანშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი